ლიტერატურული კონკურსი- „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2024 დაწყებულია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პირველადი განაცხადების გაგზავნა 6 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
კონკურსის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა. კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამომცემლობა პალიტრა L- ის მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა ისაუბრა.