მთავარიევროპარუსეთი„ჰამასის“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან

„ჰამასის“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ისრაელის, ეგვიპტის და პალესტინის ხელისუფლებასთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

დაჯგუფება „ჰამასისა“ და პალესტინის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, „ჰამასის“ დელეგაციას „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს.

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისა და დსთ-ს 1000 მოქალაქე რუსეთის ხელისუფლებისგან ღაზის სექტორიდან ევაკუაციას ითხოვს. მოსკოვში „ჰამასის“ ვიზიტი დაგმო ისრაელის ხელისუფლებამ.

„ვადასტურებ, რომ პალესტინაში არსებული მოძრაობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან. ღაზის სექტორში, რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების 1000-მდე მოქალაქე დაუკავშირდა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ისინი ღაზიდან ევაკუაციას ითხოვენ. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიგი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის შესაბამისი უწყებათაშორისი შტაბი შექმნილი და მობილიზებულია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ისრაელის, ეგვიპტის და პალესტინის ხელისუფლებასთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend