მთავარისპორტი"თსუმ" ევროტურნირზე პირველად გაიმარჯვა

“თსუმ” ევროტურნირზე პირველად გაიმარჯვა

,,თსუმ" კვიპროსული ,,კერავნოსი" 63:60 დაამარცხა

საქართველოს სუპერლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებული „თსუ“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბენფიკასთან“ მარცხის შემდეგ „თსუ“ ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. წინა სეზონთან შედარებით თსუს შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა, გუნდი ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტდა, რის გამოც მწვრთნელ ლექსო ლაფანაშვილს უამრავი ტაქტიკური ცვლილების შეტანა მოუწია მათ თამაშში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკალათბურთო ევროტურნირზე ქართული გუნდი პირველად თამაშობს.

ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპზე თსუსთან ერთად ჯგუფში გერმანული “გოტინგენი”, იტალიური “ვარეზე” და კვიპროსული “კერავნოსი” ასპარეზობენ.  პირველი მატჩი ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა „გიოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში დათმო, მეორე შეხვედრას კი საქართველოს ჩემპიონი უფრო ძლიერი შემადგენლობით შეხვდა და თბილისი არენაზე კვიპროსული „კერავნოსი“ 63:60 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების წევრი კახაბერ ჯინჭარაძე, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და ბურთი 9-ჯერ მოხსნა.   თსუის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 9 ქულა 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

2011 წლის შემდეგ ქართულმა გუნდმა ფიბას ევროტურნირის მატჩში პირველად გაიმარჯვა, ამის გაკეთება 12 წლის წინ საკალათბურთო კლუბმა „არმიამ“ შეძლო.  თბილისი არენაზე გამართულ თამაშს კი უამრავი გულშემატკივარი დაესწრო, მათ საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ისინი საყვირებითა და სხვადასხვა შეძახილით ამხნევებდნენ თსუს კალათბურთელებს, რამაც სპორტსმენებს ძალიან დიდი სტიმული მისცა და შედეგზეც დადებითად აისახა.

მომდევნო მატჩში “თსუ” 2 ნოემბერს იტალიურ “ვარეზეს” დაუპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend