მთავარიმსოფლიოპალესტინის ქალაქ რამალაში ღაზის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პალესტინის ქალაქ რამალაში ღაზის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„ღაზაში მოსახლეობას ბომბები წვიმასავით ეცემა და ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება. ამ დროს ჩვენ ვალდებული ვართ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჩვენი წვლილი შევიტანოთ"

პალესტინის ქალაქ რამალის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა, ისინი ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს აპროტესტებენ.
აქციას პალესტინის სხვადასხვა ორგანიზაციისა და კავშირის წევრებიც შეუერთდნენ. მათ თან ჰქონდათ პალესტინის დროშები და ბანერები, რომლებზეც ღაზის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერა.

„ღაზაში მოსახლეობას ბომბები წვიმასავით ეცემა და ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება. ამ დროს ჩვენ ვალდებული ვართ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჩვენი წვლილი შევიტანოთ. რადგან ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი სისხლი გვაქვს. დღევანდელი მსვლელობა სოლიდარობისა და ერთობის გამომხატველია“, – ამბობს აქციაზე მისული მოჰამად ფუუზი.

7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ათასობით მშვიდობიანი მოსახლე. ღაზის სექტორში მომხდარ ხუთ ომს შორის, ეს ომი ყველაზე დამანგრეველი და დამღუპველია.

19 დღის წინ დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დახოცეს, მათ შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. საპასუხოდ ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ისრაელის ძალებმა ღაზას ალყა შემოარტყეს. შესაბამისად სექტორში საკვების, საწვავისა და სხვა მარაგების მიწოდება ვერ ხერხდება. ისრაელის მიზანი დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურებაა.

ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის იერიშების შედეგად 6,500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით კი, „ჰამასის“ თავდასხმას 1,400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის სამხედროებმა ოთხშაბათს განაცხადეს, „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 222 მძევალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend