მთავარიევროპასლოვენიალიუბლიანის ისტორიულ ცენტრში ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა

ლიუბლიანის ისტორიულ ცენტრში ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა

დედაქალაქის საკრებულო კი მდინარე ლუბლიანიცაზე ახალი დამაკავშირებელი არხის გაყვანას გეგმავს, რათა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი იყოს

ლიუბლიანის ცენტრში ავტომანქანებით მოძრაობა სამუდამოდ აიკრძალა,  ქალაქის ისტორიული ნაწილი ფეხით მოსიარულეებს დაუბრუნდათ.

ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შესამცირებლად ეს პირველი ნაბიჯი არ არის. სლოვენიის დედაქალაქში ბოლო პერიოდში 70 ათასი ახალი ხე დარგეს, მოაწყვეს საფეხმავლო ბილიკები, ნაგვის ურნები მიწისქვეშ განათავსეს და ბოლო მონაცემებით ლიუბლიანას 75% მწვანე საფარითაა დაფარული.

სლოვენიის დედაქალაქში ფეხითმოსიარულეები ავტომანქანების აკრძალვის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილები არიან. როგორც ამბობენ, ლიუბლიანა ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულისთვის იბრძვის.

„გასაოცარია იმის დანახვა, რომ ახლა შეგვიძლია დავლიოთ ყავა ქალაქის ისტორიულ ნაწილში და დავტკბეთ ხედით, დავაკვირდეთ ადამიანებს და ავტომობილები ქალაქის სიმშვიდეს ვეღარ დაარღვევენ“, – ამბობს რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი კლემენ გოსტიჩი.

დღეს ლიუბლიანაში პატარა ელექტროავტობუსები კვლავ მოძრაობენ ისტორიული ნაწილის გარშემო, რაც ქალაქის ცენტრში მოხვედრას ამარტივებს.

დედაქალაქის საკრებულო კი მდინარე ლიუბლიანიცაზე ახალი დამაკავშირებელი არხის გაყვანას გეგმავს, რათა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი იყოს.

ამასთან, სლოვენიის დედაქალაქში მხოლოდ ერთი ბარათი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თუ ტურისტებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა თუ ველოსიპედით ისარგებლონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend