მთავარიამერიკააშშაშშ-ში სროლას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში სროლას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დანაშაულში ეჭვმიტანილი მიმალვაშია და სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ

აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივ სროლას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია რაოდენობა  60-ს აღწევს.  

სამართალდამცველების განცხადებით,  დაშავებულთა ან გარდაცვლილთა  რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი რობერტ კარდია, რომელიც სამხედრო სამსახურში ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორია. მან მეინის შტატში, აშშ-ს არმიის სარეზერვო სასწავლო დაწესებულებაში გაიარა ინსტრუქტაჟი. რობერტ კარდიაზე ასევე ცნობილია, რომ ის 2023 წლის ზაფხულში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. თუმცა კონკრეტული დეტალები მისი მკურნალობისა და მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

დანაშაულში ეჭვმიტანილი მიმალვაშია და სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend