მთავარიმსოფლიოევროპაანტისემიტიზმი გაძლიერდა "ჰამასსა" და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ

ანტისემიტიზმი გაძლიერდა “ჰამასსა” და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ

ზოგიერთისთვის ეს უბრალო წარწერაა კედელზე, თუმცა ბევრში შიშს იწვევს.

ეს გრაფიტი ბრიუსელში ებრაული შენობის წინ დახატეს, ბრიუსელის ევროპულ კვარტალში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციის შემდეგ. ევროპის ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს შეტყობინება საშიშია.

ეს ბრიუსელის ცენტრში მდებარე სინაგოგაა, ეს კი ფოტოები, რომელიც გამოხატავს სიძულვილს ებრაელი ხალხის მიმართ.

„ეს გერმანიაში არსებული სკოლაა, რომელზეც გრაფიტია. ეს კი ებრაელების საწინააღმდეგო დემონსტრაციაა, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ეს კიდევ ერთი გრაფიტია ებრაულ სახლზე. სამწუხაროდ, ხალხმა ჩაამტვრია სინაგოგების ფანჯრები“,- ამბობს რაბი მენახე მარგოლინი, ევროპის ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ანტისემიტიზმმა მნიშვნელოვნად მოიმატა მას შემდეგ,  რაც დაიწყო კონფლიქტი “ჰამასსა” და ისრაელს შორის. ებრაელებს თავს ესხმიან და გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა მათ ფიზიკურადაც უსწორდებიან, ასევე გამოხატავენ სიძულვილს გრაფიტების მეშვეობით და მოქალაქეებს სოციალურ ქსელშიც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გააძლიერა ევროპაში მცხოვრები ებრაელების დაცვა, მათ მაინც ეშინიათ.

 „ძალიან ბევრ ინფორმაციას, ზარებსა და ელექტრონულ წერილებს ვიღებთ ებრაელებისგან, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ. ხალხი ხედავს ქუჩაში, რომ მათ შენიშვნას აძლევენ, უფრო მეტი ადამიანი უყურებს მათ სიძულვილით, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან“,- ჰყვება ევროპის ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარე რაბი მენახე მარგოლინი.

ევროპაში მცხოვრები ებრაელები ცდილობენ სხვადასხვა გზით დაიცვან თავი. ისინი ცვლიან და აყენებენ ტყვიაგაუმტარ ფანჯრებს, სახლებთან ამონტაჟებენ სათვალთვალო კამერებს. თუმცა ბევრმა მათგანმა იცის, რომ ეს საკმარისი არაა.

სიძულვილის გამომხატველი შეტყობინებები ძირითადად,  სოციალური ქსელებში  ვრცელდება. სწორედ ამიტომ რაბი მენახე მარგოლინი მეტი კონტროლის დაწესებას ითხოვს.

ახლა ევროპული კომისიის მთავარი პრიორიტეტია ამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა, რადგან სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებები დღითდღე იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend