მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა

ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთს იდენტობა ჩამოართვას ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაწესებით - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აკრიტიკებს

ორბანმა ევროკავშირში გაწევრება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. ვიქტორ ორბანის აზრით,  ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთს იდენტობა ჩამოართვას ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაწესებით, რომელსაც უნგრელები  ეწინააღმდეგებიან. მისი თქმით, მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი კი – უბრალოდ თანამედროვე „ცუდი პაროდიაა“.

,,ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უკრავდა. ბრიუსელიც უკრავს თავის მელოდიას, თუმცა მხოლოდ მაშინ ვცეკვავთ, როცა გვინდა“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთადერთ მოკავშირედ მიიჩნევა. მის წინააღმდეგ  ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა.

 

ბუდაპეშტში გამართულ დემონსტრაციაზე მისი მთავრობის პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობა გააკრიტიკეს.

აქციის მონაწილენი ღელავენ, რომ ორბანის პოლიტიკის გამო უნგრეთმა შესაძლოა, დატოვოს ევროკავშირი.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend