საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ გამოცხადდა. პრემიაზე განაცხადების მიღება გუშინ, 23 ოქტომბერს დაიწყო.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.
ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა მარწყვიშვილმა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ია ვეკუამ ისაუბრეს