მთავარიაზიაისრაელიისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად მზად არის

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად მზად არის

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაური აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციისთვის მზად არის და გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად უახლოეს საათებში მიიღებენ. ჯარისკაცებს მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც, მისი თქმით, ის მათ წინაშე ქედს იხრის, “ჰამასი” კი მალე აღარ იარსებებს.


ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “მე მსურს გაცნობოთ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა. მტერს დიდი ძალებით ვუტევთ. გუშინ მტერს აქამდე არნახული ზიანი მივაყენეთ. ძალიან ბევრი ტერორისტი გავანადგურეთ, ყველა ვინც ჩვენზე თავდასხმას ეცდება, განადგურდება. თქვენ მომავალი შეტევის წინა რიგებში იქნებით, თქვენ იცით, რა მოგეთხოვებათ, თქვენ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენ იცით, რომ სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, ბრძოლა ვერ დასრულდება. მე ქედს ვიხრი თქვენ წინაშე”.

ჰერცი ჰალევი, ისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: “ჩვენი სამხრეთ სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან სახმელეთო ოპერაციის წარმოებისთვის. პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ. ამ ეტაპზე ტაქტიკური და სტრატეგიული ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველი წუთი უკეთ მომზადებისთვის დავხარჯოთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend