ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ღაზის სექტორში 300-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს სამხედრო საჰაერო ძალებით იერიში.
ღაზის სექტორის ჩრდილოეთ საზღვრებთან კი ისრაელის არმიის ტანკებისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია მიმდინარეობს.
„ჩვენ იერიში მივიტანეთ სამხედრო სამეთაურო და სამხედრო სადაზვერვო პუნქტებზე, ეს ომის შემდგომი ეტაპისთვის მზადების ნაწილია. ღამით იერიში ჩვენმა სატანკო შენაერთებმა მიიტანეს. მიზანი კი ტერორისტების მოსპობაა, ღამით მტერთან ახლო მანძილზე მიახლოების საშუალება უფრო არის და ამ გზით ჩვენ დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლებასაც ვცდილობთ”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა დანიელ ჰაგარიმ.
„ჰამასი“ კი სარაკეტო შეიარაღებით უტევს ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებს. ისრაელში „ჰამასის“ მიერ მიტანილი იერიშების შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. 222 კი „ჰამასის“ ტყვეობაშია.
„ჩვენი არმიის 308 დაღუპული ჯარისკაცისა და 222 ტყვედ ჩავარდნილი მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახები ინფორმირებულნი არიან. ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს შორის დიდი რაოდენობით უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებიც არიან”, – განმარტავს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი.
🔻 IDF operational activity in northern Israel overnight:
– Our forces struck Hezbollah terrorist infrastructure in Lebanon, including a military compound and an observation post.
– 4 Hezbollah terrorist cells operating on the border with Lebanon were struck.
— Israel Defense Forces (@IDF) October 23, 2023
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ მსჯელობენ.
„ჩვენთვის ნათელია, რომ ისრაელელი და პალესტინელი ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება მხოლოდ ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი, სწორედ ამ გზით შევაჩერებთ ტერორიზმს. ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ სამშვიდობო პროცესის წამოწყებით არის შესაძლებელი”, – მიიჩნევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი.
„ევროკავშირი ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას აგრძელებს. ვცდილობთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, სამშვიდობო პროცესი კი ყველას დიდი ხანია რაც დაავიწყდა, წამყვან სახელმწიფოებს პალესტინელი ერის ბედი დაავიწყდათ და აუცილებელია, რომ ეს გამოვასწოროთ”, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
After two intense weeks, I want to take stock in this new blog post on what the EU stands for and is doing on the current dramatic crisis in Israel and Palestine:https://t.co/HTPrgDvZsv pic.twitter.com/pg1oomx0Il
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) October 23, 2023
საერთაშორისო საზოგადოება ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ელის, ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ანონიმურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი ისრაელს ამ სამხედრო ოპერაციის გადავადებას ურჩევს.
Today, President Biden spoke with Prime Minister Netanyahu of Israel to discuss developments in Gaza and the surrounding region.
Full readout: pic.twitter.com/dTsqEZdhUd
— The White House (@WhiteHouse) October 22, 2023