მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არტეფაქტები

უკრაინული არტეფაქტები

კიევში საზოგადოებას აჩვენეს ის უძველესი არტეფაქტები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსმა მამაკაცმა მოიპარა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მამაკაცი აშშ-ში ისტორიული ნივთების უკანონო შეტანის ბრალდებით დააკავეს.

“ეს ნივთები ენეოლითის ხანის დროინდელ უკრაინის ისტორიას წარმოადგენს, დაახლოებით 3000-იდან 5000 წლამდე ძვ.წ და შუა საუკუნეებამდე. აი, აქ წარმოდგენილი ხმლები არის კიევის რუსეთის პერიოდი თავად სვიატოსლავის მმართველობიდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ არტეფაქტებს რესტავრირება ჩაუტარდება და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩამოვლენ უკრაინაში და შესაძლებლობა ექნებათ, რომ გაიგონ ჩვენი ისტორიის შესახებ”,- ამბობს უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი როსტისლავ კარანდეევი.

ისტორიული ნივთების  იდენტიფიცირება ჯერ ფოტოების საშუალებით მოხდა, მოგვიანებით კი ექსპერტებმა გამოიკვლიეს.

ერთ-ერთი უძველესი ნივთი, რომელიც უკრაინას დაუბრუნდა, არის ნეოლითური ნაჯახი, რომელიც დაახლოებით ძვ.წ 5000-3000 წლებით თარიღდება. ნივთებს შორის სხვადასხვა ტიპის იარაღია, მათ შორის სხვადასხვა ზომის ხმლები. არტეფაქტების უმრავლესობა დაფარული იყო ჟანგის მუქი და სქელი ფენით.

უკვე ორი წელია რუსეთის ომს უკრაინაში თან ახლავს ისტორიული ადგილებისა და საგანძურის განადგურება. ამავდროულად საოკუპაციო ძალები ძარცვავენ ეკლესიებსა და კულტურულ ძეგლებს.

ამ დროისთვის, ოფიციალური ცნობებით, რუსეთმა უკრაინის მინიმუმ 623 ეკლესია დააზიანა, ან გაანადგურა. ზარალი, რომელიც ამ მხრივ უკრაინას მიადგა, მილიონობით ევროს აჭარბებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend