მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ გზის გახსნა დაიწყეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ გზის გახსნა დაიწყეს

საზღვაო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაეშვნენ. შეჭრის მიზანს გზის გახსნა წარმოადგენს, რათა უკრაინული დიდი რაოდენობის ქვეითი ბრიგადა გადაადგილდეს.

უკრაინული არმია განაგრძობს ქვეყნის დაცვას. საზღვაო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაეშვნენ და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ გზის გახსნა დაიწყეს. შეჭრის მიზანს გზის გახსნა წარმოადგენს, რათა უკრაინული დიდი რაოდენობის ქვეითი ბრიგადა გადაადგილდეს. უკრაინის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ ხერსონის რეგიონში კონტრშეტევა მიმდინარეობს. თუმცა თუ ეს მცდელობა წარმატებული იქნება და გზა გაიხსნება, ეს უკრაინის კონტრშეტევის კიდევ ერთი წინსვლა იქნება.

ამ რეპორტაჟის კადრები 14 ოქტომბერსაა გადაღებული. ასახავს იმ ოპერაციას, რომელსაც არცერთი ოფიციალური მხარე არ ადასტურებს. ზუსტი დროც უცნობია, არ ვიცით, თენდება თუ ღამდება, თუმცა ვიცით, რომ მედიის წარმომადგენლები ჯარისკაცებს აქ შემთხვევით შეხვდნენ.

„აქ ყველანი ძმები ვართ. ჩვენს თავში ეჭვი არ გვეპარება. აქ მტერთან საბრძოლველად მოვედით. ეს მათ იმისათვის, რასაც ჩვენს ქვეყანასა და ჩვენ ოჯახებს უკეთებენ“, – ამბობს ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია.

ჯარისკაცები მედიის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ რუსული ძალები მოწინავე პოზიციებიდან უკვე გააძევეს. თან საბრძოლო აღჭურვილობას ატარებენ და ინტერვიუდან რამდენიმე წუთში მდინარე დნეპრში რეზინის ნავებში სხდებიან.

მედიის წარმომადგენლები მათ არ მიყვებიან და ადგილზე რჩებიან… სროლის ხმა ისმის შორიდან. ცოტა ხანში კი რამდენიმე ჯარისკაცი უკან ბრუნდება. თავდაპირველად არ ჩანს, თუმცა ნავების მოახლოების შემდეგ ნათელი ხდება, რომ დაშავებულები გამოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფი ჯარისკაცები მოწინავე პოზიციებიდან რუსული ძალების გაძევებაზე საუბრობენ, ოფიციალური უწყებები კონტრშეტევის ამ კონკრეტულ ოპერაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ოფიციალური ინფორმაციით ცნობილია, რომ მოსკოვი კვლავ აკონტროლებს ხერსონის ოლქის დაახლოებით 70%-ს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ორივე მხარე ზამთრამდე ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.

ბრძოლის ველზე კი ჯარისკაცები მტრის გაძევებასა და ერთმანეთზე ზრუნვას ერთდროულად ცდილობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend