უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის წევრობა ევროკავშირში შეადარა მისი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციის ოთხ ათწლეულს, როცა სიტყვით გამოდიოდა 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ბლოკი ცდილობს „უნგრეთს იდენტობა ჩამოართვას და მოახვიოს თავს ლიბერალური დემოკრატია”, რომელსაც მისი თქმით, უნგრელები ეწინააღმდეგებიან.
“ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უკრავდა. ბრიუსელიც უკრავს, მაგრამ ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვიცეკვებთ”, – განაცხადა ორბანმა.
„მოსკოვი იყო ტრაგედია, ბრიუსელი კი მისი თანამედროვე პაროდიაა”, – დასძინა ორბანმა.
23 ოქტომბერს უნგრეთი იხსენეს 1956 წლის სახალხო აჯანყების დაწყებას საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ, რომელსაც სათავე დაედო დედაქალაქ ბუდაპეშტში და გავრცელდა მთელ ქვეყანაში.
მაშინ საბჭოთა არმიამ ჩვეული სისასტიკით ჩაახშო რევოლუცია და დახოცა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, გაანადგურა ქალაქის დიდი ნაწილი.
ბოლო წლებია ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ვიქტორ ორბანი მიიჩნევა როგორც პუტინის ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირში. ის ცდილობს, ხელი შეუშალოს ბლოკის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
გასულ კვირას ვიქტორ ორბანი ჩინეთში შეხვდა ვლადიმერ პუტინს, რაც მწვავედ გააკრიტიკეს ნატოსა და ევროკავშირში, უნგრეთი ამ ორივე ალიანსის წევრია.
Meeting with President Putin in #Beijing. Everyone in Europe is asking the same thing: can there be a ceasefire in Ukraine? It’s crucial for Europe, including Hungary, that the flood of refugees, sanctions and fighting should end! pic.twitter.com/t6Ge0bXatZ
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 17, 2023