მთავარიმსოფლიომოსახლეობა ღაზის სექტორში თავს საავადმყოფოებს აფარებს

მოსახლეობა ღაზის სექტორში თავს საავადმყოფოებს აფარებს

უწყვეტი დაბომბვის ფონზე ღაზის მაცხოვრებლები ცდილობენ, საავადმყოფოებს შეაფარონ თავი. ამბობენ, რომ იქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მათ სახლებში, მაგრამ მაინც ეშინიათ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ  ალ-ალის ჰოსპიტალთან აფეთქებას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაბომბვის დროს დაშავებული პალესტინელი ქალი, 23 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Abed Khaled

„მშვიდობიანი მოსახლეობა ვართ, არანაირ საომარ ქმედებაში არ ვმონაწილეობთ. რატომ ცდილობენ რაკეტებით ჩვენს განადგურებას? აქ მხოლოდ ბავშვები, ქალები და ოჯახები არიან”, – ამბობს იბრაჰიმ კოდეი, ღაზას მაცხოვრებელი. 

„მეშინია, რომ საავადმყოფოებს დაბომბავენ. ეს ძალიან შეუბრალებელი და არაჰუმანური საქციელია. ამის შემდეგ კიდევ რა უნდა მოხდეს? მხოლოდ ღმერთია ჩვენთან, სხვა არავინ, რადგან ჩვენ პალესტინელები ვართ”, – ამბობს ღაზის მაცხოვრებელი იუსეფ აბუ ატი. 

ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასისგან” განსხვავებით, მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend