მთავარიმსოფლიომიჩიგანის უნივერსიტეტში ქვეწარმავლებისა და ამფიბიების 70 ათასამდე ეგზემპლარი ინახება

მიჩიგანის უნივერსიტეტში ქვეწარმავლებისა და ამფიბიების 70 ათასამდე ეგზემპლარი ინახება

მიჩიგანის უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში, პროფესორი გრეგ შნაიდერი გამჭვირვალე შუშის ქილებში აგროვებს გველის ხვეულ ნიმუშებს. მისი კოლექცია ამ შემოდგომაზე თითქმის გაორმაგდა და სულ მალე ყველაზე დიდი კოლექცია გახდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

,,ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორ სტევან ჯეი არნოლდისგან ჩვენ შევიძინეთ ქვეწარმავლებისა და ამფიბიების უდიდესი კოლექცია. ვფიქრობ, ამ შენაძენით ჩვენი ლაბორატორია 70 000 ეგზემპლარამდე გაიზრდება.  ჯერ ზუსტ ციფრს ვერ ვასახელებ, სანამ ყველას სათითაოდ არ აღვწერ და სიაში არ შევიტან. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გველების კოლექცია გვექნება. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლიათ კოლექციის ნახვა, თუმცა მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ ადამიანებთან,  რომლებსაც სხვადასხვა კვლევის ჩატარება სურთ”, – ამბობს პროფესორი გრეგ შნაიდერი.

შნაიდერს ჯერ არ დაუსრულებია ფიტულების აღწერა, რადგან ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. მისი თქმით, თითქმის 30000-მდე გველის ფიტულია შეძენილი.

ეს მკვლევრებს საშუალებას მისცემთ, რომ ჩაატარონ  გენეტიკური კვლევები, რაც შესაძლებელს გახდის, მემკვიდრეობისა და ევოლუციური ურთიერთობების უკეთ გაგებას.

მიჩიგანის უნივერსიტეტში 70 000-მდე სხვადასხვა ქვეწარმავლისა და ამფიბიის ჯიში იქნება, რაც გადააჭარბებს ვაშინგტონში მდებარე სმიტსონისა და ასევე კანზასის უნივერსიტეტის კოლექციებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend