მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი ოკუპანტების დანაკარგზე საუბრობს

ზელენსკი ოკუპანტების დანაკარგზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსი ოკუპანტების დანაკარგი მაღალია და ეს არის სწორედ ის რაც უკრაინას სჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია დეოკუპირებულ ხერსონსა და მიკოლაევის რეგიონსაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრები გამართა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: “რაც შეეხება ხერსონის რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ზოგადად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებს, პირველ რიგში, ავდიივკას, მე მადლიერი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც იცავენ ჩვენს მიწასა და თავისუფლებას. ამ დღეების განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ მიღებული დანაკარგი დიდია და სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ.

მე ვესაუბრე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცს, ჩვენ შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ვმუშაობთ, რათა ჩვენს არმიას პატრიოტის მეტი სისტემები გადაეცეს”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend