მთავარისაქართველოგაბრიაძის თეატრმა ფესტივალზე "ევროპალია-საქართველო" წარმოადგინა სპექტაკლი "ალფრედი და ვიოლეტა"

გაბრიაძის თეატრმა ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო” წარმოადგინა სპექტაკლი “ალფრედი და ვიოლეტა”

ფესტივალის ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში

“რეზო გაბრიაძის თეატრმა” 18 და 19 ოქტომბერს ბრიუსელში ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ წარმოადგინა სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“, რომელმაც ევროპელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბელგიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია – საქართველო“ წარმატებით გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.

ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია -საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend