ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმართა კონგრესს, რომ საგანგებო წესით გამოყოს 106 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად გაითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. აქედან 61 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინისთვის, ხოლო 14 მილიარდი ისრაელისთვის. გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა მიმართა ხალხს ოვალური კაბინეტიდან და მოუწოდა ამერიკელებს მხარი დაუჭირონ იმ დემოკრატიებს, რომლებიც ავტოკრატიების წინააღმდეგ იბრძვიან. ჯო ბაიდენმა ერთ კონტექსტში ახსენა რუსეთი და “ჰამასი” და თქვა, რომ ორივეს ერთი რამ აერთიანებს, ორივეს სურს გაანადგუროს მეზობელი ქვეყნების დემოკრატია.