მთავარიმსოფლიომაჰსა ამინი და მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ სახაროვის პრემიის გამარჯვებულია

მაჰსა ამინი და მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ სახაროვის პრემიის გამარჯვებულია

სახაროვის პრემიის გამარჯვებული ცნობილია. ევროპარლამენტმა წელს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მიანიჭა მაჰსა ამინსა და მოძრაობას “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიერ გამარჯვებულის დასახელებას დიდი ოვაცია მოჰყვა სხდომათა დარბაზში.


“2022 წლის 16 სექტემბერი არის თარიღი, რომელიც ისტორიაში შევა როგორც დიდი სირცხვილი.  22 წლის ჯინა მაჰსა ამინის სასტიკმა მკვლელობამ გარდამტეხი მომენტი შექმნა. ამ დღემ შექმნა ქალთა მოძრაობა, რომელიც ახლა თავის მხრივ ისტორიას ქმნის. მსოფლიომ მოისმინა ქალთა ძახილი: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება… ამ სამმა სიტყვამ დაიტია მთელი სულისკვეთება იმ ხალხის, რომლებიც  ირანში თანასწორობის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. მოდით, დღევანდელი პრიზით პატივი მივაგოთ ირანის მამაც ქალებსა და კაცებს, ირანის ახალგაზრდებს…. ხალხს, რომლებიც მუდმივად მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან და მაინც იბრძვიან ცვლილებებისთვის. მინდა გითხრათ, ევროპარლამენტს ესმის თქვენი ხმა. მსოფლიო გხედავთ და ჩვენ ყველა თქვენთან ვართ”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მაჰსა ამინი 21 წლის იყო, როდესაც ირანის ზნეობის პოლიციამ თავსაბურავის არასწორად ტარებისთვის დააკავა და სცემა. გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ კი ბიძგი მისცა ირანში მასშტაბურ აქციებს. ქალები და მამაკაცები მთელ ქვეყანაში ქუჩებში გამოვიდნენ მოთხოვნით გადამდგარიყო თეოკრატიული ხელისუფლება. ხელისუფლების პასუხი კი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი იყო. შეტაკებების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 22 000 კი დააკავეს. სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში. ის 1988 წლიდან გადაეცემა იმ პირებს თუ ჯგუფებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend