მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე ისაუბრა

ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე ისაუბრა

“20-ამდე სატვირთო მანქანა უნდა შევიდეს ღაზის ტერიტორიაზე, ჰუმანიტარული ნივთებითა და საკვებით სავსე, ეს იყო ჩემი მყისიერი და დაუყოვნებლივი მოთხოვნა. თუ “ჰამასი” ამ ყველაფრის კონფისკაციას მოახდენს, ჩვენ მეორეჯერ აღარ გავუშვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას.

ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი, სწორედ ეგვიპტე გახსნის ღაზის საზღვარს და იქიდან შევუშვებთ ჰუმანიტარული ნივთებით დატვირთულ სატვირთოებს.

საერთოდ არ ვარ იმედგაცრუებული, რომ ჩემი დაგეგმილი ჩასვლა იორდანიაში გაუქმდა. ბევრი ფიქრობდა, რომ იმას რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, საერთოდ ვერ მოვაბამდით თავს და დაიწყებოდა საუბარი, რომ ამერიკა უნიათოა, პრეზიდენტი ბაიდენი თავის საქმეს ვერ ასრულებს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ ომში დაშავებული ხალხის დასახმარებლად”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend