ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის შემდეგ ისრაელში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ჩავიდა. დემოკრატიული დასავლეთი ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამავე დროს ხაზი ესმება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფას. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის მეცამეტე დღეს ღაზის სექტორში უკვე ერთი მილიონი ადამიანი იქცა დევნილად, ორივე მხარეს კი 7 ათასამდე ადამიანია დაღუპული.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის მეცამეტე დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.
I am in Israel, a nation in grief.
I grieve with you and stand with you against the evil that is terrorism.
Today, and always.
סוֹלִידָרִיוּת pic.twitter.com/DTcvkkLqdT
— Rishi Sunak (@RishiSunak) October 19, 2023
ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლიდერი შეხვდა მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.
რიში სუნაკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: “უპირველეს ყოვლისა მხარს გიჭერთ. თქვენ საზარელი, ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლნი ხართ. ნათელია, რომ საქმე სწორედ ტერორიზმთან გვაქვს, “ჰამასი” სწორედ ტერორისტული ორგანიზაციაა, მე მჯერა, რომ ჰამასი ბოროტებაა. ჩვენი ადგილი ისრაელის გვერდით არის, ისრაელელ ერს თავდაცვის უფლება აქვს, აუცილებელია, რომ ისრაელში მშვიდობა დამყარდეს. იმედი მაქვს, რომ ისრაელის გატაცებული მოქალაქეები შინ მშვიდობით და უსაფრთხოდ დაბრუნდებიან”.
During such difficult days, we see clearly who are the true friends of the State of Israel. Thank you Prime Minister of the United Kingdom @RishiSunak for coming to Israel and for your support and firm stand by the Israeli people. 🇮🇱🇬🇧
It is time to express a clear moral voice -… pic.twitter.com/UW53seNPwE
— יצחק הרצוג Isaac Herzog (@Isaac_Herzog) October 19, 2023
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი: “ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ისრაელში ჩამოხვედით. ისრაელის ისტორიაში რთული ეტაპია და ასეთ დროს თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. სწორედ ასეთ დროს ეფინება ნათელი იმას, თუ ვინ არის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერი. მადლიერნი ვართ გულწრფელი თანადგომისთვის, ჩვენ ხომ ისლამურ სახელმწიფოს ვებრძვით, იმ ძალას, რომელიც რეგიონში ბოროტების წყაროა. ყველას ინტერესშია, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა აღდგეს”.
პალესტინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა რუსეთის ფედერაციამ, შესაბამისი უწყების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა კონფლიქტის ზონაში 27 ტონა საკვები გააგზავნა.
Russia will deliver 27 tonnes of humanitarian aid, mostly food supplies, for the people in the Gaza Strip, says the foreign ministry.
🔴 LIVE updates: https://t.co/4OQxw6g28U pic.twitter.com/AU8bv4T5tb
— Al Jazeera English (@AJEnglish) October 19, 2023
ომისგან დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების მიზნით ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მეორე თვითმფრინავი გააგზავნა ევროკავშირმაც.
ბალაჟ უჯვარი, ევროკომისიის პრესმდივანი: “გიდასტურებთ, რომ უკვე მეორე ჰუმანიტარული მისიის მეორე ეტაპზე ვართ, ეგვიპტეში შესაბამისი ტვირთი დღეს ჩავა, საუბარი ეხება 60 ტონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას. მივესალმებით ისრაელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ღაზის სექტორის ბლოკადა ნაწილობრივ მოიხსნას, ეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მეტად აადვილებს”.
ღაზის სექტორში კი ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების იერიში გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ეტაპზე 3500-ამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 12 ათასი ადამიანი დაჭრილია. 1300-ამდე ადამიანი კი ნანგრევებს ქვეშ არის მოყოლილი. დაღუპულია ისრაელის 1400-მდე მოქალაქე, ისრაელის 200 მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.