მთავარიმსოფლიოჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შევლენ

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შევლენ

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებს, რომლებიც ღაზისა და ეგვიპტის საზღვარზე იყვნენ გაჭედილი, ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე  გზა გაეხსნებათ, რომ ტვირთი კონფლიქტის ზონაში ჩაიტანონ. ისრაელმა ათობით სატვირთოს ნება დართო, რომ ზონაში საკვები, წყალი და მედიკამენტები შეიტანოს.

გადაწვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ დატოვა. ეგვიპტის ლიდერმა დერეფნის გახსნის გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. ისრაელში ბაიდენის ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება იყო. თუმცა პრეზიდენტის ვიზიტამდე პალესტინამ, იორდანიამ და ეგვიპტემ ბაიდენთან ჩანიშნული ოთხმხრივი სამიტი გააუქმეს.

“ისრაელი დათანხმდა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ეგვიპტის საზღვრიდან დაიწყოს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: თუ „ჰამასის“ მებრძოლები ამ დახმარებას მოიპარავენ, კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ მათ პალესტინელი ხალხის კეთილდღეობა არ აინტერესებთ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ ბაიდენის მისია კიდევ უფრო გაართულა. ისრაელი მტკიცედ უარყოფს, რომ აფეთქებაში რაიმე სახით მონაწილეობდა. ისრაელში ირწმუნებიან, რომ ტრაგედია პალესტინელი სეპარატისტების მიერ  არასწორად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. „ჰამასის“ წევრები და არაბული სამყაროს დიდი ნაწილი აფეთქებაში სწორედ ისრაელს ადანაშაულებენ.

ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. ჯამში საბრძოლო მოქმედებებს სამი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავდროულად, ის ოჯახები, რომელთა ნათესავებიც „ჰამასს“ მძევლად ჰყავს აყვანილი, ღაზაში დახმარების შეტანის გამო გაბრაზებული არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend