მთავარიამერიკაკუბაჰავანის ზოგიერთ უბანში საცხოვრებელი სახლები ინგრევა

ჰავანის ზოგიერთ უბანში საცხოვრებელი სახლები ინგრევა

კუბის დედაქალაქ ჰავანაში ასობით ოჯახი მუდმივად შიშობს, რომ ძველი და ცუდად მოვლილი შენობები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, ტროპიკული ქარიშხლის შედეგად ჩამოინგრევა. 6 ოჯახი, დაახლოებით 17 ადამიანი, ჰაბანა ვიეჯაში ცხოვრობს. ოდესღაც მდიდრული შენობა დანგრევის კრიტიკულ ზღვარზეა. მსგავსი შენობა, რომელიც სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს, ოქტომბრის დასაწყისში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოინგრა და 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჰავანის ამ უბანში მდებარე შენობები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აშენებული.

“როგორ შეიძლება, რომ შიშში არ ვიცხოვროთ? ყოველი წვიმა ჩვენთვის საშინელებაა, რადგან ვგრძნობ, თუ როგორ იშლება ქვები და ყოველდღიურად ველოდები, რომ საცხოვრებელი თავზე ჩამოგვენგრევა” – ამბობს ჰავანის მაცხოვრებელი მარისელის კოლასი.

კუბაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ნოტიო კლიმატისა და ტროპიკული ციკლონების გამო ნაგებობები დიდხანს ვერ ძლებს.

ოფიციალური მონაცემები 2019 წლიდან დღემდე აჩვენებს, რომ 127 345 ერთეული შენობის მშენებლობა დასრულდა და 106 332 გარემონტდა, მაგრამ კუბის საბინაო დაგეგმარების გენერალურ დირექტორ ვივიან როდრიგესის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუნძულზე პრობლემური ნაგებობების რაოდენობა 800 000-ს შეადგენს.

“ძალიან გვეშინია, მხოლოდ ღმერთის იმედზე ვართ. ვიმედოვნებ, რომ ჩემ შვილებს ერთ დღესაც თავზე ჭერი არ ჩამოენგრევათ” , – ამბობს ვიქტორია როდრიგეზი, ჰავანის მაცხოვრებელი.

ამ დროისთვის არავინ ელის სიტუაციის გაუმჯობესებას, რადგან კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული ძველი ჰავანაც კი, რომელსაც რეკონსტრუქცია გასული ათწლეულის შუა პერიოდში ჩაუტარდა, დანგრეულია, ან შენობები კერძო პირების მიერ ჰოსტელებადაა ქცეული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend