“წყალი არის სიცოცხლე”

“წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები, არავინ ყურადღების მიღმა” – ეს იყო 2023 წლის მსოფლიო სურსათის დღის მთავარი გზავნილი. ეს დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველი წლის 16 ოქტომბერს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. “წლევანდელი გზავნილი წყლის როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი ამოწურვადი რესურსი”, – აცხადებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში FAO-ს საქართველოს პროგრამის ასისტენტმა ია მირაზანაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend