ისრაელის ჩრდილოეთით მცხოვრებნი, რომლებიც ახლოს არიან ლიბანის საზღვართან, ემზადებიან ვითარების ესკალაციისთვის. ამის გამო ბევრი იერუსალიმში წასვლასაც აპირებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლიბანის საზღვართან 2 კმ-ის დაშორებით მცხოვრებთა ევაკუაცია დაწყებულია, ამ დროისთვის 60-მა პროცენტმა უკვე დატოვა ტერიტორია.
ახლა ლიბანიდან ,,ჰეზბოლას“ მხრიდან ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმა. ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების დღიდან რაიონში დაძაბულობაა. სამხედრო ბაზების გადაღება სამხედრო ჟურნალისტებისთვის შეზღუდულია. თუმცა ერთი რამ ცხადია, ისრაელს ჯარი ჰყავს მობილიზებული.