მთავარისაქართველო"დინამო თბილისი" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იუგ დუბროვნიკთან" დამარცხდა

“დინამო თბილისი” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩში “იუგ დუბროვნიკთან” დამარცხდა

“დინამო თბილისმა” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი გამართა. დეიან სტანოევიჩის გუნდი საშინაო მატჩში “იუგ დუბროვნიკთან” ანგარიშით 5:12 დამარცხდა. პირველი ტაიმი ხორვატებმა 5:0 მოიგეს, მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მატჩის ბოლო პერიოდში “დინამომ” შეხვედრა უკეთ წარმართა, თუმცა ხორვატებმა მაინც  შეძლეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება.

“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სტუმრად შეხვედრის გამართვა ყოველთვის რთულია, არასდროს იცი რას უნდა ელოდო, აქ “დინამოს” ბევრი გულშემატკივარი იყო, რაც საქმეს  ართულებდა. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება ძალიან კარგად დავიწყეთ, ვიცოდით რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებოდით, თუმცა სივრცეები კარგად გამოვიყენეთ და თამაში გავშალეთ. ამ მოგებით ჯგუფში ვითარება გავიუმჯობესეთ და წარმატების მიღწევის უკეთესი შანსი გვაქვს. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს, ამ ჯილდოსთვის მადლობა ეკუთვნით ჩემს თანაგუნდელებს, რომელთა კარგი თამაშის ხარჯზეც პენალტის შესრულების უფლება სამჯერ მომეცა”, – ამბობს მატჩის საუკეთესო მოთამაშე, “იუგ დუბროვნიკის” ამერიკელი ლეგიონერი ჰანეს დობე.

B ჯგუფში “დინამო თბილისი” 3 მარცხით ბოლო ადგილზეა. საქართველოს ჩემპიონი გუნდი კიდევ 3 შეხვედრას გამართავს. პირველ ოქტომბერს “დინამო” ჯგუფის ლიდერ “პრო რეკოს” უმასპინძლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend