მთავარიგადაცემებიCULTუზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - კლასიკური მუსიკის ოთხდღიანი ზეიმი ბაქოში

უზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – კლასიკური მუსიკის ოთხდღიანი ზეიმი ბაქოში

ზეირ ჰაჯიბეკოვის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეთხუთმეტე გამოშვებაზე პატივი მიაგეს უზეირ ჰაჯიბეკოვის აზერბაიჯანულ კულტურაში  შეტანილ წვლილს და თავი მოუყარეს კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს.

უზეირ ჰაჯიბეკოვის საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა თავი აზერბაიჯანის კულტურულ კალენდარზე, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ღონისძიებამ და გამონაკლისი არც წლევანდელი რიგით მეთხუთმეტე გამოშვება იყო.

ფესტივალს, რომელიც ბაქოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა, კლასიკური მუსიკის შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან ესწრებოდნენ. ეს ფესტივალი, რომელიც აზერბაიჯანის კულტურაში უზეირ ჰაჯიბეკოვის მიერ  შეტანილ წვლილს უკვდავყოფს, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების წახალისებას ემსახურება.

ფესტივალის ფარგლებში ხელოვნებასა და ინოვაციას შორის ზღვრების წაშლასაც ცდილობენ და თან საზოგადოებას  კომპოზიტორების ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებს აცნობენ.

„მათ ნაკლებად ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის გაბრიელ ფორეს ნაწარმოები შეასრულეს,“ – ამბობს  ფრენკ შევალიე, კვარტეტ „დიოტიმას“ მევიოლინე. „მომავალ წელს მისი გარდაცვალებიდან 100 წელს აღვნიშნავთ. იგი დიდი ფრანგი კომპოზიტორია, სრულიად გამორჩეული და შესაძლოა ფრანგ კომპოზიტორებს შორის ყველაზე ფრანგი. მისი მუსიკა სრულიად განსხვავდება გერმანული მუსიკისგან, რომელიც უფრო დომინანტურია. ჩემი აზრით, ისინი ზუსტად ჩასწვდნენ ამ ფრანგულ სულს, რასაც გულწრფელად ვულოცავ მათ.“

ფესტივალი მთავარი აქცენტს მასტერკლასებზე აკეთებს. ერთი მასტერკლასი ბაქოს მუსიკალური აკადემიის სტუდენტებს 1996 წელს შექმნილმა ცნობილმა კვარტეტმა „დიოტიმამაც“ ჩაუტარა.

“მასტერკლასები ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. მოგვასმენინეს ერთი ნაწარმოების მრავალგვარი შესრულება, რომელთაგან ერთ-ერთს  დაკვრის დროს გამოვიყენებთ“, – განმარტავს მევიოლინე ჰუმაი ჰაჯიზადე.

სტუდენტების დახელოვნების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ისეთი კონცერტებიც ტარდება, რომლებზეც დიდებული სახელების ახალი კუთხით წარმოჩენას ცდილობენ.

“ჩვენს პროექტს ჰქვია „სიმშვიდის პარადოქსი“  და მისი მთავარი მიზანი რეპერტუარში  ბეთჰოვენის წყნარი მუსიკის შეტანაა,“ – ამბობს მევიოლინე და პიანისტი ოსმან ეიუბლუ. „რატომ? იმიტომ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ამ კომპოზიტორზე ისეთი წარმოდგენა გვაქვს, თითქოს ის მხოლოდ პათეტიკურ და დრამატულ მუსიკას ქმნიდა, ამიტომ ამ კონცერტით შევეცადეთ მისი უფრო მშვიდი მუსიკა წარმოგვედგინა.“

უზეირ ჰაჯიბეკოვის ყოველწლიური  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კონცერტები, ბაქოს გარდა, აზერბაიჯანის კიდევ რამდენიმე  ქალაქში ჩატარდა. ფესტივალი ოთხი დღე გრძელდებოდა.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend