საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდებათ რისკჯგუფებს, რომელთაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ექიმმა-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.