მთავარიმსოფლიოღაზის მიმართულებით საჰაერო ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

ღაზის მიმართულებით საჰაერო ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

აშშ-ის დიპლომატები ღაზის სექტორში ჩარჩენილი ორი მილიონი პალესტინელის მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობენ. ისინი მათ   წყლით, საკვებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ. ახლა ევროპელების ჯერია. ისინი საკუთარი ძალების მოსინჯვას შეეცდებიან. ევროკავშირი ღაზას დასახმარებლად საჰაერო ხიდს სთავაზობს.

ალბანეთში ევროკავშირის სამიტის შემდეგ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის დახმარებას გაასამმაგებს.

 „კომისიამ გამოაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გააძლიერებს და  75 მილიონ ევრომდე გამოუყოფს. ჩვენ ასევე ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს ღაზაში ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი ამ კვირაში შესრულდება“,- განაცხადა  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ამ კვირაში ისრაელსა და ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა თავიდან აიცილოს ირანთან კონფლიქტი.

„რაც შეეხება ეგვიპტეში შემდგომ ვიზიტს, ჩვენ ვგეგმავთ, ვესაუბროთ ყველას და შევქმნათ ისეთი პერსპექტივა, რომელიც ხელს შეუშლის ასეთ ესკალაციას. ასევე განსახილველია  ჰუმანიტარული დახმარების საკითხი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ დროებით შეაჩერა განხილვა იმ ორი რეზოლუციის, რომლებიც ღაზისა და ისრაელის ვითარებას შეეხებოდა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით, რომელთა ავტორებიც რუსეთი და ბრაზილია არიან. რეზოლუციები გულისხმობს დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რათა ღაზაში ჩარჩენილი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend