მთავარისაქართველო3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin“ ღვინის სიმპოზიუმი...

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin“ ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება

17 ოქტომბერს ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გაიმართა

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში პირველად გაიმართება შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin“ ღვინის სიმპოზიუმი. ღვინის სიმპოზიუმზე, რომლის თანაორგანიზატორი და მასპინძელი წინანდლის მამულია, თავს მოიყრიან ღვინის პროფესიონალები – სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და „ღვინის ენთუზიასტები“ მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებაზე სადეგუსტაციოდ წარმოადგენენ როგორც „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოებს, ასევე ქართული ღვინის ნიმუშებს.

დღეს, 17 ოქტომბერს, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს სიმპოზიუმის დეტალებზე. დაგეგმილია, რომ სიმპოზიუმზე სტუმრები მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს და შვეიცარიული ასოციაციის წარმომადგენლები გამართავენ მათ მიერ შერჩეული ქართული და უცხოური ღვინის პროფესიულ დეგუსტაციას.

ღონისძიება ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, სიმპოზიუმის სტუმრები გაეცნობიან ქართულ ხელოვნებასა და გასტრონომიას. ასევე ჩატარდება კლასიკური მუსიკისა და ჯაზის კონცერტები და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend