მთავარისაქართველოომბუდსმენის ინიციატივით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს

ომბუდსმენის ინიციატივით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს

საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის ინიციატივით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება. შეკრებილები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებს განიხილავენ. შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ასევე განიხილავენ სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება სახალხო დამცველის ინიციატივით, სადაც მონაწილეობს ერთი მხრივ, სახელმწიფოს ყველა პასუხისმგებელი უწყება, პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საკითხი ეხება კონფლიქტის მხარეებს, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს არსებულ მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, როგორც საოკუპაციო ხაზის იქით, ასევე აქეთა მხარეს აწუხებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს დისკუსია იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასთან და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ ინიციატივით გამოვედით, დავუძახეთ ყველა მხარეს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ და პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტის მოგვარებაზე, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დისკუსიის გახსნას, რომელიც დიდი ხანია ამ ქვეყანაში ბევრი მიზეზის გამო სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend