მთავარისაქართველო„ერთი ქვით მოკლეს, ან სცადეს მოეკლათ საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია“ -...

„ერთი ქვით მოკლეს, ან სცადეს მოეკლათ საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დღეს „ერთი ქვით მოკლეს, ან სცადეს მოეკლათ საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია“.
„ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი ზიანი მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტი დამახინჯებულია და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა, პრეზიდენტისა“.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ აპირებს გადადგეს. „ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და  არსად წავალ“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომლებისკენაც ილტვის: კანდიდატის სტატუსსა და თავისუფალ არჩევნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend