მთავარისაქართველოპრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. დავით თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს. მისივე განმარტებით, ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend