მთავარიმსოფლიოNATOნატო ბირთვულ სამხედრო მანევრებს ჩაატარებს

ნატო ბირთვულ სამხედრო მანევრებს ჩაატარებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ემზადება ბირთვული სამხედრო მანევრებისთვის, რომლებიც მომავალ კვირას გაიმართება. ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო საჰაერო ხომალდების მანევრები ბირთვული იარაღის გადატანაში გაიმართება იტალიის, ხორვატიისა და ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის ფლობა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ.

იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი: “უკრაინაში რუსული ინტერვენცია დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოს არსენალში ბირთვული იარაღის ფლობა. მომავალ კვირას ჩვენ ბირთვული შეიარაღებით სამხედრო მანევრებს ჩავატარებთ, ეს სამხედრო მანევრები მომავალი წლის ოქტომბერშიც გაიმართება. ჩვენ მიერ ამ სამხედრო მანევრების ჩატარება წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend