მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ დაჯგუფების ყველა წევრი განადგურდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ დაჯგუფების ყველა წევრი განადგურდება

ასიათასობით ისრაელელი ჯარისკაცი ღაზის საზღვარზეა მობილიზებული. როგორც თავად ამბობენ, ისინი მზად არიან, დაკისრებული მისია შეასრულონ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის პოლიტიკურ კონკურენტ ბენი განცთან ერთად „ომის კაბინეტი“ ჩამოაყალიბა. ისრაელში ვარაუდობენ, რომ ღაზაში სახმელეთო შეჭრა გარდაუვალი იქნება.

“„ჰამასის“ ყველა წევრი მოკვდება. „ჰამასი“ არის “აისისი” და ის აუცილებლად განადგურდება, ზუსტად ისე, როგორც მსოფლიომ გაანადგურა “აისისი”“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელი ღაზაზე შეტევას აგრძელებს. ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 1,100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შაბათს „ჰამასის“ ისრაელზე სასტიკ შეტევას 1,200 ისრაელელი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ “ჰამასის” ქმედებები დაგმეს, ახლა გაერო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითხოვს.

„იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ, ღაზაში შეფერხების გარეშე უნდა  შევიდეს აუცილებელი მარაგი, მათ შორის საწვავი, საკვები და წყალი. ჩვენ ახლა სწრაფი და უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფანი გვჭირდება”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

მძევლების საკითხთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მან „ჰამასთან“ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. დაახლოებით 150 ისრაელელი კვლავ „ჰამასის“ ტყვეობაშია.

ღაზის სექტორში, რომელიც ალყაშია მოქცეული, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ისრაელის ბლოკადას, რომელიც სურსათის საწვავისა და სამედიცინო მარაგის მიწოდებას აფერხებს, ღაზაზე დამანგრეველი შედეგები აქვს. ღაზის სექტორში საავადმყოფოებშიც უმძიმესი მდგომარეობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend