მთავარიაზიაისრაელიისრაელელთა ნაწილი სიკვდილს ბულგარეთში მოგზაურობის შედეგად გადაურჩა

ისრაელელთა ნაწილი სიკვდილს ბულგარეთში მოგზაურობის შედეგად გადაურჩა

ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე სოფელ “კფარ აზა კიბუცის” მცხოვრებთა ნაწილი სიკვდილს ბულგარეთში მოგზაურობის შედეგად გადაურჩა. როდესაც „ჰამასის“ წევრები ისრაელს დაესხნენ თავს, 35-კაციანი ჯგუფი ბულგარეთში იმყოფებოდა. ახლა სამშობლოში დაბრუნდნენ. მართალია, თავად გადაურჩნენ სიკვდილს, თუმცა არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ მეგობრებსა და ნათესავებს სოფელში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს.

„ისინი, სავარაუდოდ, ტრავმირებულები არიან. საყვარელ ადამიანებზე ინფორმაცია არ აქვთ. ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. მათ არც უძინიათ და არც უჭამიათ“, – ამბობს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ერთ-ერთი გადარჩენილი იხსენებს, თუ “ჰამასის” წევრები როგორ დაესხნენ თავს მისი ოჯახის წევრებს.

„სანამ ჩემს ახლობლებს გაიტაცებდნენ, რამდენიმე წუთით ადრე მივიღე ბოლო შეტყობინება… რომ სახლში ტერორისტები იყვნენ. თერთმეტი საათი იყო“, – იხსენებს დაზარალებული.

ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმას დაახლოებით 260 ადამიანი ემსხვერპლა. ნაწილი კი „ჰამასის“ თავდასხმას როგორღაც გადაურჩა. 35 წლის შანი ჰადარს მხარში ესროლეს. სანამ გაიქცეოდა, 10 საათის განმავლობაში იმალებოდა. მან ფესტივალზე წასვლა ბოლო წუთს გადაწყვიტა.

„როცა გაქცევა ვცადე, თავს ტერორისტი დამესხა. ტერორისტებმა გზები დაიკავეს. დავინახე, რომ ჩემ წინ და უკან ტერორისტები იყვნენ. სხვა გზა არ მქონდა, გზის მარცხენა მხარეს გავიქეცი… სახვევის ნაცვლად, ჭრილობაზე კიმონოს ვიფენდი. ვგრძნობდი, რომ ძალიან ბევრ სისხლს ვღვრიდი. თან ვიცოდი, რომ დახმარებას მალე ვერ მივიღებდი…” – ამბობს შანი ჰადარი.

დაზარალებულები სასტუმროში არიან დაბინავებულები. ბევრი მათგანი თავს იმკვდარუნებდა და ასე  გადაურჩა „ჰამასს“.  ზოგი კარადებსა და საწოლების ქვეშ იმალებოდა. ახლობელი ადამიანი ყველამ დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend