მთავარიმსოფლიოამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაუმტკიცა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. სპიკერის განცხადებით, დახმარების პაკეტი საბრძოლო აღჭურვილობას მოიცავს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის იარაღს, უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობასა და დიდი რაოდენობის ტყვია-წამალს. კირბის თქმით, დახმარების მიზანია უკრაინას საჰაერო შეტევებისას თავდაცვაში დაეხმაროს და მისი არმია გააძლიეროს, რათა უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის იარაღს, ამერიკული არტილერიისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის ტყვია-წამალს, ასევე უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობას. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის დახმარებაა, რათა ქვეყანამ დაიცვას თავისი ხალხი რუსული და ირანული საჰაერო თავდასხმებისგან. ასევე ვადასტურებ, რომ უკრაინას დამატებითი ჯავშანტექნიკა, 16 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადაეცემა. ზამთარი ახლოვდება, უკრაინელები კი მნიშვნელოვან კონტრშეტევას აგრძელებენ. შესაბამისად, გვჯერა, აუცილებელია გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რომ უკრაინამ შეძლოს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს. სამხედრო დახმარების პაკეტი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი დაფინანსების მხრივ კონგრესმა თავისი ვალდებულება შეასრულოს. კონგრესის წევრებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი ფინანსები გამოიყოს. მნიშვნელოვანია, კონგრესმა მკაფიო პოზიცია აჩვენოს პუტინს. ასევე ისრაელელ და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დაანახოს რომ შეერთებული შტატები კვლავ მათ გვერდითაა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend