თბილისში, კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში, 8 ოქტომბერს ღონისძიება სახელწოდებით „ქალები ქართულ ანიმაციაში“ გაიმართა. საღამო საქართველოს კინოაკადემიისა და ასოციაციის „ქალები ხელოვნებაში“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე ის ქალები გაიხსენეს, რომლებმაც ქართული ანიმაციის განვითარებაში შეიტანეს წვლილი. ღონისძიებაზე ასევე თანამედროვე ქართველი რეჟისორი ქალებისა და სტუდენტი გოგოების ანიმაციები აჩვენეს. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ასოციაციის “ქალები ხელოვნებაში” დამფუძნებელმა მანანა ანასაშვილმა და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა ნიკა აბრამაშვილმა ისაუბრეს.