მთავარიმსოფლიომსოფლიო სასურსათო პროგრამა ღაზის სექტორს საკვებ პროდუქტს აწვდის

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ღაზის სექტორს საკვებ პროდუქტს აწვდის

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ღაზის სექტორში საჭმლის მიწოდების გადაუდებელი პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია იმ 800 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმაროს, რომლებსაც ომის შედეგად საკვებზე, წყალსა თუ სიცოცხლისთვის აუცილებელ სხვა მარაგზე ხელი არ მიუწვდებათ.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დერეფნები გახსნან. კრიტიკულ სიტუაციასთან გასამკლავებლად პროგრამას ასევე დამატებითი თანხები ესაჭიროება. მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ჯამში 17 მილიონ დოლარზე მეტი იქნება საჭირო.

სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ორშაბათს პალესტინაში, თავშესაფრებში მყოფ 73 000 ადამიანს საკვები უკვე დაურიგა. გეგმის მიხედვით კი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სასურსათო დახმარებას 300 000 ადამიანზე გასცემს.

„ვითარება დამღუპველია. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ, ვისაც სახლებიდან გაქცევა მოუწია და თავშესაფარში ცხოვრობს, მიიღონ შესაბამისი დახმარება და საჭირო საკვები, რომელიც მათ გადარჩენისთვის სჭირდებათ. ასევე მოსახლეობას სასურსათო დახმარებას ელექტრონული ვაუჩერების საშუალებით ვაძლევთ, რომ მოსახლეობამ ვაუჩერების მეშვეობით საკვების შეძენა იმ მაღაზიებიდან შეძლონ, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ძალიან მალე ღაზაში საკვების მარაგი ამოიწურება. ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული დერეფანი, რათა დაზარალებულთა დახმარება შევძლოთ. მათი რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო და შეუფერხებელი დერეფანი და ასევე მეტი დაფინანსება”, – ამბობს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი სამერ აბდელჯაბერი.

ღაზასა და ისრაელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებამდე მსოფლიო სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარებას დაახლოებით 350,000 პალესტინელს უწევდა. თუმცა ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend