მთავარიმსოფლიოისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა

ისრაელი და „ჰამასი“ აგრძელებენ საჰაერო თავდასხმებს. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, ღაზაში კი 900-ს. ისრაელმა ღაზის სექტორში დაახლოებით 2300 სამიზნეზე მიიტანა იერიში. არასამთავრობო ორგანიზაციები უსაფრთხო დერეფნებს ითხოვენ ალყაში მოქცეული ღაზის მოსახლეობისთვის.

უკვე მეოთხე დღეა, ღაზის საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით. სამედიცინო მარაგი, ფაქტობრივად, აღარ არის. ღაზაში   ეწურებათ საკვების, წყლისა და საწვავის მარაგიც. ისრაელის მოკავშირეების აზრით, 2,2 მილიონი ადამიანის კოლექტიური დასჯა დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ მათგან უმრავლესობა  უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეა.

ღაზის მოსახლეობა შენობებს ნანგრევებისგან ასუფთავებს. „ჰამასის“ წევრებიდან ორი მაღალი რანგის პირის დაღუპვა უკვე დადასტურდა, მათ შორის არის „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრი ჯავად აბუ შამალა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს უსაფრთხოების კაბინეტს, რომლის მიმართაც დიპლომატიური მხარდაჭერა იზრდება. ისრაელის პრემიერი საერთო ეროვნული მთავრობის შექმნას აპირებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 12 ოქტომბერს ისრაელში ჩასვლას გეგმავს, რათა ისრაელის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა გამოხატოს.

ისრაელში პალესტინელი მებრძოლების სისასტიკე ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო. ისრაელის კფარ აზას დასახლებაში დახოცილი ბავშვები იპოვეს, რომელთა შორისაც არიან ჩვილები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშები დაგმო და ის „ბოროტების აქტად შეაფასა. მისი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს, თავდასხმას შესაბამისი პასუხი გასცეს. ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend