მთავარიაზიაისრაელიისრაელმა ღაზის სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა

ისრაელმა ღაზის სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში “ჰამასის” სამიზნეები ნადგურდება. ხშირ შემთხვევაში “ჰამასის” დაჯგუფების წევრები თავს იმ შენობებს აფარებენ, სადაც მოქალაქეები იმყოფებიან. ამასთან, ისრაელმა ღაზის სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა. მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“ ომის დასრულების შემდეგ სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელში ნევატიმის ავიაბაზაზე აშშ-ის მიერ გაგზავნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი ჩავიდა. აშშ მზად არის საჭიროების შემთხვევაში რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალებიც გაგზავნოს.

„ბოლო საათების განმავლობაში, რასაც ვაკეთებთ, ის არის, რომ „ჰამასის“ სამიზნეებზე მიგვაქვს იერიში დიდი ძალითა და სიმკაცრით. ჩვენ ვურტყამთ ყველა სხვადასხვა სამიზნეს, სამხედრო ობიექტებს, რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნის. შეიძლება უკვე ნახეთ კადრები, რომლებიც ტელევიზიასა და სოციალურ მედიაში ვრცელდება. კადრებში ჩანს შენობა, რომელიც დგას, შემდეგ კი იშლება.  შეიძლება, იფიქროთ, რომ ის ძალიან ჰგავს სამოქალაქო შენობას. თუმცა ეს ნამდვილად არ არის სამოქალაქო შენობა. ეს არის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. და რატომ არის ეს? იმიტომ, რომ „ჰამასის“ წევრები თავს სწორედ სამოქალაქო შენობებს აფარებენ. ისინი მშიშრები არიან.

მინდა, გარკვევით ვთქვა: ისრაელის თავდაცვის ძალები რჩება შეიარაღებული კონფლიქტის კანონის დამცველი. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღშფოთებული, გაბრაზებული, იმედგაცრუებული და შეძრწუნებული ვართ იმ სისასტიკით, რომელიც „ჰამასმა“ ჩაიდინა ჩვენ წინააღმდეგ, მაინც ვინარჩუნებთ ზნეობრივ ღირებულებებს და მაინც ვზრუნავთ, რომ ვიბრძოლოთ იმ კანონების მიხედვით, რომლებისაც გვწამს. ჩვენ  ასე გავაგრძელებთ, მძიმე სიტუაციის მიუხედავად“, –  განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend