ოჯახის წევრები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან. დაახლოებით 100 ოჯახს განუცხადეს, რომ მათი ახლობლები, რომლებიც დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა გაიტაცეს, ღაზაში იმყოფებიან. თუმცა არავინ იცის, რა ბედი ეწევათ მათ. ისრაელს ყოველ ოთხ საათში ერთხელ მიაქვს საჰაერო იერიში ღაზაზე. საცხოვრებელი კორპუსები ნანგრევებადაა ქცეული. მძევლებს შორის არიან როგორც უცხოეთიდან, ისე ისრაელიდან ჩასული ადამიანები.
გატაცებული ისრაელელების ნათესავები უიმედოდ ელიან ახალ ამბებს.
12 წლის ფრანგი ეიტანი გასულ შაბათს დასთან ერთად იყო საკუთარ სახლში, ღაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. ისინი „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა ორი სხვადასხვა მოტოციკლეტით დედასთან ერთად გაიტაცეს.
ისრაელში მცხოვრები ამერიკელი მძევლების ოჯახები დახმარებისთვის აშშ-სა და ისრაელის მთავრობებს მიმართავენ.