მთავარიმსოფლიოჰამასის მეთაური: "ისრაელი ჯოჯოხეთის კარს გახსნის, თუ ღაზას გაანადგურებს"

ჰამასის მეთაური: “ისრაელი ჯოჯოხეთის კარს გახსნის, თუ ღაზას გაანადგურებს”

“ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური ალი ბარაკე ამბობს, რომ ისრაელზე თავდასხმის დრო და დეტალები რამდენიმე მეთაურმა შეიმუშავა და ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მოკავშირეებსაც არ ჰქონდათ.

ის უარყოფს, რომ ირანი ჩართული იყო თავდასხმის მომზადებაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ირანიც და „ჰესბოლაც” ბრძოლას შეუერთდებიან იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზას გამანადგურებელ ომს გამოუცხადებს.

ბარაკე ასევე ამბობს, რომ მისი დაჯგუფება ისრაელის ციხეებში დაპატიმრებული არაბების გათავისუფლებას გეგმავს. მათი მიზანია, გათავისუფლდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული პალესტინელებიც.

“ჰამასის” ლიდერი ასევე საუბრობს ღაზის სექტორის სრულ ბლოკადაზე და ამბობს, რომ პალესტინელი ხალხი ამ ვითარებას მომზადებული შეხვდა.

„პალესტინელები მოითმენენ და ამ მდგომარეობას აიტანენ. გვაქვს რეზერვები, რომლებიც თვეების განმავლობაში  გვეყოფა.  ეს ბლოკადა ვერ გაგვტეხს.  2014 წლის ომში, 51 დღე გავძელით და ახლაც მზად ვართ მრავალი თვე გავძლოთ. მაგრამ რამდენს მოითმენს ნეთანიაჰუ, რამდენს მოითმენს ხალხი თელ-ავივის თავშესაფრებში?”

ალი ბარაკე ასევე აფრთხილებს  ისრაელის მთავრობას, რომ  ისინი „ჯოჯოხეთის კარებს გახსნიან, თუ გადაწყვეტენ, რომ ღაზა გაანადგურონ”.

ისლამური დაჯგუფება „ჰამასი” დასავლეთისა და ისრაელის მიერ აღქმულია როგორც ტერორისტული მოძრაობა. „ჰამასი” უარს ამბობს, აღიაროს ისრაელის სახელმწიფოებრიობა და უარს აცხადებს „ოსლოს მშვიდობის შეთანხმების” შესრულებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend