10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღის მიზანია საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“. პროექტის ძირითადი თემა 14-იდან 25 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება, რომლის ფარგლებშიც ბათუმსა და თბილისში „კლუბი სინერგია“ მუშაობს.
რა არის ამ კლუბის მთავარი დანიშნულება და ზოგადად, როგორ უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ისაუბრა.