მთავარიაზიაისრაელი„არავითარი ოპერაცია, ჩვენ ომში ვართ“ - ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ

„არავითარი ოპერაცია, ჩვენ ომში ვართ“ – ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ომშია „ჰამასის“ დაჯგუფებასთან. მან დღეს საზოგადოებას ტელევიზიით მიმართა. „ჩვენ ომში ვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. „არავითარი ოპერაცია, არავითარი რაუნდი, ეს ომია“. პრემიერმა ასევე დაავალა სამხედროებს, გაასუფთაონ ქალაქები „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებისგან. ამავდროულად ისრაელმა დაიწყო საჰაერო დარტყმა ღაზის სექტორის მიმართულებით.

„ათობით საბრძოლო თვითმფრინავი ახლა თავს ესხმის „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციებს“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

შაბათს დილით, პალესტინელი სამხედროები შეიჭრნენ სამხრეთ ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში და ათასობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. სარაკეტო დარტყმა რამდენიმე ადგილიდან ერთდროულად დაიწყო, დაახლოებით დილის 6:30 სთ-ზე, ადგილობრივი დროით. განგაშის სიგნალი ისრაელში მყისიერად ჩაირთო, მოქალაქეებს მოუწოდებდნენ თავშესაფარში გადასვლისკენ. დაჯგუფება „ჰამასმა“ კი, რომელიც ღაზის სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს, განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ოპერაცია „ალ-აქსა წარღვნა“.

ისრაელის მედია ავრცელებს ცნობებს, რომ დაღუპულია 6 პირი, ასობით ადამიანი კი დაჭრილია.

  • "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე
    ისრაელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, 7 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend