მთავარიევროპაუკრაინახარკივში რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი

ხარკივში რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაზე და  დაბომბეს სამოქალაქო ობიექტი. დაიღუპა 51 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსული რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ კაფეს, რომელშიც დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ 60 ადამიანი იყო შეკრებილი.

უკრაინელი სამართალდამცველები ცხედრების იდენტიფიცირებას ცდილობენ. ეს აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი  სასიკვდილო თავდასხმა აღმოჩნდა.

სამაშველო სამუშაოები ხარიკივის რეგიონში, 5 ოქტომბერი – AP/Ukrainian Police Press Office

 

ხარკივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაღუპულთა შორის 6 წლის ბიჭიცაა.

გროზაში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, თუმცა პოლიცია აგრძელებს მუშაობას და ცხედრების იდენტიფიცირებას ცდილობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend