ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ამერიკის კიბოს საზოგადოების ინიციატივით ე.წ. “ვარდისფერი ოქტომბრის” იდეა აშშ-ში, 1985 წელს გაჩნდა. ამ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აქტივობა იმართება, რომლის მიზანი საზოგადოებაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ ისაუბრა.