მთავარისაქართველოპრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“

პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით სამივე მოსმენით ორ დღეში მიიღო. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონი, ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობასა და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კომენტარი ტელეკომპანია “იმედთან”, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნებოდა და მისი ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში. მოგვიანებით ამ თემაზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ „მარტივად იხუმრა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend