Impact Hub Tbilisi-ის საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები ცნობილია.
ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი საზოგადოების რჩეული გახდა.
არსებული პროექტები აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
გამარჯვებულები ბიზნესიდეის განსახორციელებლად ფულად ჯილდოს მიიღებენ და ბელგრადში, Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის მენეჯერმა, მარიამ დანელიამ და გამარჯვებული სტარტაპის, LitKid-ის თანადამფუძნებელმა, თაკო ქველიძემ ისაუბრეს.